გიორგი კვერნაძე - ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა, ვეცდები ნაკრებშიც წარმატებით ვითამაშო #1VSPORT
გიორგი კვერნაძე - ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა, ვეცდები ნაკრებშიც წარმატებით ვითამაშო #1VSPORT

„ფროზინონეს“ თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ივნისის ამხანაგურ შეხვედრებზე, რომლებსაც ჩვენი გუნდი თბილისში გამართავს.

„მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი.

ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს.

ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მიზანს მივაღწიეთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო“, – ამბობს გიორგი კვერნაძე.

საქართელოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინის ეროვნულ გუნდს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.