გიორგი კუხიანიძე - შევეცდები, „დინამოს“ ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარო
გიორგი კუხიანიძე - შევეცდები, „დინამოს“ ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარო

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში თბილისის „დინამომ“ საჩხერეს „ჩიხურა“ 1:0 დაამარცხა. გუნდს გამარჯვება და სამი ქულა გიორგი კუხიანიძის გოლმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მისი თქმით, „დინამო“ მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.

„ეს რთული თამაში იყო, რაც ანგარიშიდანაც ჩანს. ვფიქრობ, რომ მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ, საჩხერელებს კი გამოცდილება დააკლდათ. ვულოცავ, „დინამოს“ გულშემატკივარს. შევეცდები, რომ შემდეგ ტურებში ისევ გავიტანო, გუნდს დავეხმარო და ჩემპიონები გავხდეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი კუხიანიძემ.

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრის მოგების შემდეგ, თბილისის „დინამომ“ 15 ქულა დააგროვა და ლიდერს, გორის „დილას“ დაეწია.