გიორგი კუციას გოლმა „ლიეპაია“ ვერ გადარჩინა - ქართველი ფეხბურთელების გუნდი კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი კუციას გოლმა „ლიეპაია“ ვერ გადარჩინა - ქართველი ფეხბურთელების გუნდი კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი კუციამ ლატვიის ჩემპიონატში („ვირსლიგა“) გოლი გაიტანა, მაგრამ „ლიეპაია“ კონკურენტ „მეტასთან“ 1:2 დამარცხდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ ძირითად შემადგენლობაში ლუკა სილაგაძე და გიორგი კუცია ათამაშა, რატი არდაზიშვილი – შეცვლაზე, ანდრია ხორხელი განაცხადში იყო და ამჯერად მოედანზე არ გასულა. ვაჟა ფაცაციამ კი თამაში ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა.

ქართველები გუნდი 32-ე წუთზე კუციამ დააწინაურა. ქართველი ნახევარმცველის დარტყმას მცველი გადაეღობა, მაგრამ ბურთი ისევ მოიპოვა და ძლიერი დარტყმით მიზანს მაინც მიაღწია, თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.