გიორგი კუცია - ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე
გიორგი კუცია - ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე

გიორგი კუციამ 21-წლამდელთა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთთან მარცხზე (0:2) კომენტარი გააკეთა – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გუნდს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა და მიიჩნევს, რომ „ჯვაროსნებთან“ შეკრებაზე ყოფნა ძალიან წაადგა.
„ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია“, – ამბობს გიორგი კუცია.

გიორგი კუციასა და ახალგაზრდულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი თამაში ელით – 21-წლამდელები შვიდ სექტემბერს ქალაქ ესჰენში ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინთან რვა სექტემბერს გამართავენ.