გიორგი კორსანტიამ ესპანურ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 15 ქულას მოუყარა თავი #1TVSPORT
გიორგი კორსანტიამ ესპანურ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 15 ქულას მოუყარა თავი #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა, გიორგი კორსანტიამ ესპანურ „გიპუზკოა ბასკეტის“ რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ქართველი კალათბურთელის გუნდი „კორუნას“ დაუპირისპირდა და 63:79 დამარცხდა. კორსანტია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო 15 ქულით, 6 მოხსნითა და ერთი შედეგიანი გადაცემით.

საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშემ 10-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და სამი საჯარიმო ჩააგდო, მან ორჯერ ბურთი მეტოქის ფარიდან მოხსნა.

„გიპუზკოა ბასკეტი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს მადრიდის „ესტუდიანტესთან“ გამართავს.