გიორგი კოხრეიძე ზამთრის თასზე - ვეცდებით, ტურნირი მოვიგოთ
გიორგი კოხრეიძე ზამთრის თასზე - ვეცდებით, ტურნირი მოვიგოთ

11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზში ტრადიციული ტურნირი, დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასი“ 2019 გაიმართება. შეჯიბრებაში ეროვნული ლიგისა და ლიგა-2-ის გუნდები ითამაშებენ.

მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 12 იანვარს ჩატარდება, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალური შეხვედრა 13 რიცხვშია ჩანიშნული.

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც გორის „დილასა“ და „თელავს“ დაუპირისპირდება.

„ზამთრის თასის გათამაშება საინტერესო ტურნირია. ხსენებულ შეჯიბრებას ჩვენთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს. წლეულს მესამედ ტარდება და ვეცდებით გამარჯვებულები გავხდეთ“, – ამბობს „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე.