გიორგი კოხრეიძე თურქეთშია - საფრანგეთიდან წამოსული თავდამსხმელი „ზორიაში“ ვარჯიშობს #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძე თურქეთშია - საფრანგეთიდან წამოსული თავდამსხმელი „ზორიაში“ ვარჯიშობს #1TVSPORT

საფრანგეთიდან წამოსული თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე თურქეთშია, სადაც ლუგანსკის „ზორიასთან“ ერთად ვარჯიშობს, თუმცა უკრაინული კლუბი მასზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

„ზორია” უკრაინის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლეუვენია.

გიორგი კოხრეიძემ იანვარში საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და დატოვა გუნდი, სადაც 2021 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. საფრანგეთში კოხრეიძეს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გასაკვირი არაა, რომ „გრენობლში“ პირველ სეზონში ცოტა ითამაშა (6 თამაში, 152 წუთი).

2022 წლის ზაფხულში გიორგი სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა იქაც, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ახლა კი, შესაძლოა, ახალ კლუბში გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ წელს „საბურთალოს“ ყოფილი მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარში“ გადავიდა, ხოლო ბექა ვაჩიბერაძე ხარკოვის „მეტალისტის“ მოთამაშეა.