გიორგი კიკნაძე - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა დამაიმედა, ამდენი წელია ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ვმსჯელობთ, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ვინც ეს იცის #1TVSPORT
გიორგი კიკნაძე - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა დამაიმედა, ამდენი წელია ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ვმსჯელობთ, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ვინც ეს იცის #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი კიკნაძემ ბათუმის „დინამოს“ წარმატებაზე ისაუბრა და მთავარი მომენტები გამოარჩია.

„ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს ვუსმენდი. ამდენია წელია, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ვმსჯელობთ, მაგრამ ამოჩნდა კაცი, ვინც ეს იცის. იყო პერიოდი, კეთდებოდა ერთსეზონიანი გუნდები, საუკეთესო გუნდებს შეკრებდნენ და ჩემპიონები ხდებოდნენ, მაგრამ მეორე წელს იშლებოდნენ.

არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, გრძელვადიანი გეგმები არ იყო. არადა, ფეხბურთი სწორი ფუნქციონირებით მომგებიანია. ეს ბერიძემ და ბათუმელთა ხელმძღვანელობამ სწორად გაითავისა.

მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. სხვათა შორის, თავის დროზე, საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები შეადგენდნენ. არაჩვეულებრივად სასიამოვნო გუნდი ჰყავდათ და მახსოვს, როგორ ეთამაშნენ „სელტიკს“, „ეინდჰოვენს“, ან იგივე „დინამო“ რომ უკონკურენტო იყო, ბათუმელებთან შეხვედრა გვიჭირდა. იქ თამაში სასიამოვნო იყო, რადგან ბათუმში ობიექტური გულშემატკივარია.

სტადიონის აშენება ორმაგი მოტივაციაა, რადგან ბათუმის სტადიონზე კარგი საფეხბურთო გარემოა და იქ ორმაგად იხარჯებიან“.