გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი გუნდი მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება
გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი გუნდი მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება

ჩვენი გუნდი მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება, – აღნიშნავს დამოუკიდებელი დეპუტატი და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი გიორგი ხოჯევანიშვილი მმართველი პარტიის მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის შეფასებისას.

„პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებული გარემო და რადიკალური დღის წესრიგი რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს. გიორგი გახარია ყოველთვის იყო შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ამას აზღვევდა. მისი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ სამწუხაროდ, ვნახეთ სიტუაციის დაძაბვა ქვეყნის ფუნქიცონირებისათვის სახიფათო ნიშნულებამდე – ჩვენი გუნდი სწორედ ამის გამომწვევ დღის წესრიგს და ფასეულობათა სისტემას გავემიჯნეთ და დავტოვეთ ქართული ოცნების პარტია.

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა ნაბიჯს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისგან, რომელიც ამავე მიზნებს და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მოემსახურება.

მიმდინარე მოვლენები პრაქტიკაში ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას ფაქტორი ახლა უკვე ოპოზიციიდან აზღვევს უკიდურესი რადიკალიზების საფრთხეს და საფუძველს უყრის ახალი დღის წესრიგის შექმნას“, – აღნიშნულია გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.