გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში გადასვლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში გადასვლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში გადასვლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მისი გუნდი, “გიოტებორგი“ ამხანაგურ შეხვედრაში მეორე დივიზიონის “ბოდენსს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, რაც ქართველის დამსახურებაა – პირველი სამი გოლი სწორედ ხარაიშვილმა გაიტანა და “გეტებორგის” გამარჯვება განაპირობა. ბოლო გოლი 52-ე წუთზე პენალტით მიითვალა.

ხარაიშილი “გეტებორგში” წელს “საბურთალოდან” გადავიდა. საინტერესოა, რომ გიორგი ცენტრალური ნახევარმცველია, შვედეთში კი ფლანგის შემტევ თავდამსხმელად ათამაშებენ.

დატოვე კომენტარი