გიორგი ხარაიშვილი - ჰოლანდია, ბელგია და გერმანია ის ქვეყნებია, სადაც თამაში მსურს
გიორგი ხარაიშვილი - ჰოლანდია, ბელგია და გერმანია ის ქვეყნებია, სადაც თამაში მსურს

გიორგი ხარაიშვილმა შვედურმა გამოცემა „ფოტბალდაირექტთან“ ვრცელი ინტერვიუში საქართველოში არსებულ ვითარებაზე , სამომავლო იმედებსა და „გიოტებორგის“ მთავარ მწვრთნელზე ილაპარაკა, რომელიც მას წინსვლაში ეხმარება.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთელი ქვეყანა კარანტინშია. ყველაფერი დაკეტილია. მანქანის მოძრაობა და 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლა აკრძალულია. ჩვენთან მკაცრი წესებია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაინფეცირების მხოლოდ 400 შემთხვევაა. როდესაც გავიგე, რომ საქართველო უცხოეთისთვის დაიხურებოდა, ცოტა ვინერვიულე. მაგრამ ოჯახის წევრებს ყოველდღე ვესაუბრები და ყველანი კარგად არიან. ჩემთან ერთადაა მეუღლე და ასე რომ ყველაფერი კარგადაა“ – ამბობს ხარაიშვილი.

ხარაიშვილმა „გიოტებორგის“ მთავარი მწვრთნელი პოია ასბაჰი დაასახელა იმ პიროვნებად, ვინც შვედეთში ხელს ყველაზე მეტად უწყობს: „მისი წყალობით გავიზარდე როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი. . მენდობა და ამით საკუთარი ძალების რწმენა შემძინა. ეს მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

გამოცემა წერს, რომ ხარაიშვილსგიოტებორგი“ მალე სხვა გუნდში გაუშვებს და ამის მიზეზებსაც ასახელებს: „შვიდი გოლით და რვა გადაცემით, ხარაიშვილი გასულ წელს გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც შვედურ ტოპ კლუბში თავი გამოიჩინა. ვფიქრობთ, მის მიმართ შვედეთზე უკეთესი ლიგების გუნდები დაინტერესდნენ. მით უფრო, რომ „გიოტებორგს“ საკმაოდ მწირი ბიუჯეტი აქვს. ამის გამო, ადრე თუ გვიან, ფულის გამომუშავებისთვის სხვა გუნდში გაუშვებენ.“

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ამ საკითხზე მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. მან ის ქვეყნები დაასახელა, სადაც თამაში სურს, მაგრამ კონკრეტულ ვარიანტი არ უთქვამს: „რა თქმა უნდა, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ვფიქრობ. საამისოდ, შვედური ლიგა ჩემთვის კარგ ტრამპლინად შეიძლება გამოვიყენო. ჰოლანდია, ბელგია და გერმანია ის ქვეყნებია, სადაც თამაში მირჩევნია. მაგრამ ახლა შვედეთში ვრჩები და ამიტომ სალაპარაკოც არაფერია.“