გიორგი ხაბულიანმა „ადანაში“ გაიტანა #1TVSPORT
გიორგი ხაბულიანმა „ადანაში“ გაიტანა #1TVSPORT

გიორგი ხაბულიანმა თურქეთის სუპერლიგის „ადანა დემირსფორის“ რიგებში, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიური „ლიეპაია“ 5:0 დაამარცხა, გოლი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის გამო, ორივე კლუბი შეკრებას მართავს, ამხანაგური მატჩი თურქეთში ჩატარდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამხმელმა თავი 81-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 4:0 გახადა.

„თელავის“ ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი თურქეთის სუპერლიგის მონაწილე კლუბ „ადანა დემირსფორში“ ზაფხულში გადავიდა. 18 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელი ვინჩენცო მონტელაა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მენეჯერის, ლევან სეთურიძის ცნობით, გიორგი ხაბულიანით ესპანეთის ლა ლიგის კლუბია დაინტერესებული – მისი თქმით, თუ თურქული კლუბი თანახმა იქნება, ხაბულიანის ტრანსფერი ზამთარში შედგება.