გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა [ვიდეო]
გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა [ვიდეო]

ჩატარდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის , სპორტის დამსახურებული ოსტატის – გიორგი კანდელაკის სახელობის XI საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრი ჩატარდა გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღეს  – ყაზახეთის, თურქეთის, ირლანდიის, აზერბაიჯანის , სომხეთის და საქართველოს ნაკრებებმა.

ტურნირი მიმდინარეობდა 21-23 ივნისს. ტურნირი იყო ძალიან მაღალი დონის – მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა პრიზიორები და ჩემპიონები, რომელთაც აჩვენეს ძალიან დაძაბული და საინტერესო ბრძოლები. ასევე გათამაშდა პრეზიდენტის თასი, რომელიც მოიგო საქართველოს ნაკრებმა.

23 ივნისს ჩატარდა ფინალური შეხვედრები ცხრა წონით კატეგორიაში.

გამარჯვებულები –  

49 კგ. 1. გოინ დონაჰიუ (ირლანდია), 2. მაიკლ დონაჰიუ (ირლანდია), 3. ჟარას კომშაბევი (ყაზახეთი), შენგელი ზუბაშვილი (ვარიანი)

52 კგ. 1. სერგო ცაციაშვილი (გორი), 2. რიბენ გაბოიანი (სომხეთი), 3. ატაკონის ამანგელდიევი (ყაზახეთი), ნიკა სამეევი (ფოთი)

56 კგ. 1. არმან ამბარცუმიანი (სომხეთი), 2. გიორგი კუპრეიშვილი (სენაკი), 3. ომერ კორკუტი (თურქეთი), გურამ ფოცხვერაშვილი (ჭიათურა)

60 კგ. 1. ნურბეკ ორსიბაევი (ყაზახეთი), 2. გოგა მამულაშვილი (გორი), 3. ისმაელ მამედოვი (აზერბაიჯანი), ოზმენ ქარემი (თურქეთი)

64 კგ. 1. ბაკურ ჩიქოვანი (ხობი), 2. გიორგი გეგეჭკორი (ფოთი), 3. ლადო ლომაია (ფოთი), ნიკა ჯაკონია (ხობი)

69 კგ. 1. გარნიკ ცატურიანი (სომხეთი), 2. ნიკა იუდოვი (ვარიანი), 3. ასიფ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), ემეს კორკუტი (თურქეთი)

75 კგ. ჟენის ნურასი (ყაზახეთი), 2. ერტემ სალიომსანი (თურქეთი), 3. მეხდიან მამედოვი (აზერბაიჯანი), ალექსანდრე კუპატაძე (ტყიბული)

81 კგ. 1. გიორგი ასანიძე (გორი), 2. რუსლან კასუმოვი (აზერბაიჯანი) 91 კგ. 1. აბზალ ყულზანი (ყაზახეთი), 2. საბა ახალაია (ზუგდიდი)

შეჯიბრების ჩემპიონ-პრიზიორებს გადაეცათ მედლები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები. ტურნირის ორგანიზატორი იყო გორის მუნიციპალიტეტის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

ტურნირი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა და საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა შეაფასეს.