გიორგი კანდელაკი - პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს
გიორგი კანდელაკი - პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ეს აჩვენებს, ჩვენი მეგობარი ვინ არის და ვინ – არა. ასევე, საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ – არა, და ამერიკის რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.

„როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ან ადამიანის უფლებების დარღვევა მოხდება, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად უნდა გადაიზარდოს ოკუპანტისთვის. რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას ხელისუფლებამ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, მაგრამ ჩვენი დოკუმენტი სანქციების ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი აქტის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში. სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს“, – განაცხადა კანდელაკმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.