გიორგი კახიანი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, ამაზე მეტყველებს გამოცხადებული შედეგებიც
გიორგი კახიანი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, ამაზე მეტყველებს გამოცხადებული შედეგებიც

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

„ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ შედეგები, რომელიც ცხადდება, ჩვენთვის არ არის სასურველი, თუმცა ეს არის რეალობა და შედეგები, რაც არჩევნების შედეგად ამ ეტაპზე გვაქვს. ფაქტია, რომ იქნება მეორე ტური. ამ ეტაპზე არსებული შედეგებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არის პირველ ადგილზე. თუმცა, იქნება მეორე ტური. ამის შემდგომ ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მეორე ტურში ჩვენთვის სასურველი შედეგი დადგეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 40.05% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.93%.