გიორგი კახიანი - დღეს პრემიერს მოუწევს პასუხები კითხვებზე, რომელთაც ორი დღის წინ ამომწურავად უპასუხა, რაც აჩვენებს პროცესისადმი ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას
გიორგი კახიანი - დღეს პრემიერს მოუწევს პასუხები კითხვებზე, რომელთაც ორი დღის წინ ამომწურავად უპასუხა, რაც აჩვენებს პროცესისადმი ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმ შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა, რომელთაც ორი დღის წინ უკვე უპასუხა ამომწურავად. კახიანის თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია ინტერპელაციას მოხსნიდა.

„იმ ფონზე, როცა ორი დღის წინ პრემიერი პარლამენტში იყო მოსული და პასუხი უამრავ შეკითხვას გასცა, მოლოდინი მქონდა, რომ მას იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ინტერპელაციის პროცედურით აღარ მოუწევდა. სავარაუდოდ, ინტერპელაციას ოპოზიცია მოხსნიდა, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.

რეალურად, რა შეკითხვებიც უკვე დაისვა და, რაზეც პრემიერმა ამომწურავი პასუხები გასცა, იმავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. თუმცა, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პროცესისადმი ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას. ეს გამოჩნდა იმ კვლევებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებს პარლამენტში უპასუხებს.

დატოვე კომენტარი