გიორგი ჯიქია დაშავდა და შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
გიორგი ჯიქია დაშავდა და შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

მოსკოვის „სპარტაკმა“ სეზონისთვის მზადება უმძიმესი დანაკლისით დაიწყო – „შანხაისთან“ საკონტროლო შეხვედრაში მოედანზე გიორგი ჯიქია წაიქცა.

ჯიქიაზე წინასწარი დიაგნოზი თუ დადასტურდა, როგორც რუსული მედიაში წერენ, ეს იქნება დიდი დანაკლისი „სპარტაკისა“ და რუსეთის ნაკრებისთვის, რადგან ორივეს მთავარი ბრძოლები წინ ელის – მოსკოვურ კლუბს ნომერ პირველი მცველი პრემიერლიგაში დააკლდება, ხოლო რუსეთის საფეხბურთო გუნდს – 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშე.

წინასწარი ვერსიით, რუსეთის ნაკრების 23 წლის ქართველ მცველს ჯვარედინი იოგები დაუწყდა. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, ჯიქიას სამკურნალოდ მინიმუმ 6 თვე დასჭირდება, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი ივნისში იწყება და ცხადია, მანამდე ფორმის აღდგენას ვერ შეძლებს.