გიორგი ჯინჯოლავა კონფერენსლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს #1TVSPORT

13:26, 25.10.2026

თბილისის „იბერიის“ კაპიტანი, გიორგი ჯინჯოლავა კონფერენსლიგის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული სტატისტიკურმა პლატფორმამ, FotMob-მა შეარჩია.

საქართველოს ჩემპიონმა კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე პირველი ქულა შვედურ „მიალბისთან“ ჯინჯოლავას მიერ გატანილი პენალტით მოიპოვა.

ამ მატჩში „იბერიის“ კაპიტნის სტატისტიკა ასეთია – ერთი გოლი, 13 დაბრუნებული ბურთი, 12-დან 9 მოგებული ორთაბრძოლა, 5-დან 4 წარმატებული ვარდნა, 9 მოგერიებული ბურთი.

საფეხბურთო პორტალმა „იბერიის“ კაპიტნის თამაში 9.0 ქულით შეაფასა და საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში დაასახელა.

მსგავსი