გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად ზედიზედ მესამედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს. საქართველოს ნაკრებისა და „პერსეპოლისის“ 33 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გამოარჩიეს. გველესიანმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო.
33 წლის ქართველი ფეხბურთელი ირანში „დინამო თბილისიდან“ 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ ქვეყნის ოთხ კლუბში ითამაშა. ის გამოდიოდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ და „სეპაჰანში“.
გიორგი „პერსეპოლისში“ 2022 წლიდან თამაშობს. თავდაპირველად ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ის არის პირველი ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატიდან, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა. 2024 წელს გველესიანი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში შეიყვანა, სადაც მან სამი მატჩი ჩაატარა, მათ შორის პლეი ოფის შეხვედრა პორტუგალიასთან.
რაც უნდა უცნაური იყოს, გიორგი ყველა კლუბში ერთ-ერთი ბომბარდირი იყო. გასულ სეზონში კი მან ალან უიტლის 46 წლის რეკორდი მოხსნა და „პერსეპოლისის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა.