გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის თასზეც გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის თასზეც გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გუნდს ბოსნიის თასზე ჩემპიონატის ლიდერთან, მოსტარის „ზრინსკისთან“ საშინაო თამაშის გადარჩენაში დაეხმარა – 1:1.

საქართველოს ნაკრების კანდიდატი „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. სამატჩო განაცხადში იყო ვასილიოს გორდეზიანიც, მაგრამ მას არ უთამაშია.

„სარაევო“ თასის მეოთხედფინალის საშინაო შეხვედრას აგებდა. 36-ე წუთზე ანგარიში პენალტით ბოსნიის ნაკრების თავდამსხმელმა, ნემანია ბილბიამ გახსნა. ქართველმა თავდამსხმელამ წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინა.

საპასუხო მატჩი 13 მარტს მოსტარში, „ზრინსკის“ მოედანზე გაიმართება. გულიაშვილმა კი მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ ფორმით უკვე მე-16 გოლი გაიტანა (12 – ჩემპიონატში, 3 – თასზე და ერთიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე), რაც ქართველ ლეგიონერებში საუკეთესო შედეგია.