გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „სარაევოს“ ქვეყნის თასის გათამაშების 1/8-ფინალში „სლოგასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.
„სარაევოში“ ქართველებიდან მხოლოდ გიორგი გულიაშვილმა ითამაშა, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, ხოლო „დინამო თბილისიდან“ დამატებული ვასილიოს გორდეზიანი ჯერ განაცხადში ვერ მოხვდა.
„სარაევომ“ „სლოგა“ დამაჯერებლად დაამარცხა, გულიაშვილმა კი დუბლი (27, 54) შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. გიორგის ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის ბოლოს პენალტი ვერ გამოიყენა.
გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა – 12 ჩემპიონატში, 2 ბოსნიის თასზე, რაც გუნდშიც და ჩემპიონატშიც საუკეთესო მაჩვენებელია.