გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის თასის მატჩში ტრავმა მიიღო #1TVSPORT

12:18, 04.04.2025

„სარაევო“ ბოსნიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში „ბორაცთან“ 0:1 დამარცხდა, რასაც კიდევ ერთი პრობლემა დაემატა – ლიგის მთავარმა ბომბარდირმა, გიორგი გულიაშვილმა ტრავმა მიიღო – ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა „ფაქტორი“ იუწყება.

„ბოსნიის თასის ნახევარფინალში წაგება „სარაევოსთვის“ ერთადერთი ცუდი ამბავი არ არის. მთავარი მწვრთნელის, ზორან ზეკიჩის დამატებითი თავის ტკივილი ბოსნიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის ტრავმაა.

„სარაევოს“ სამედიცინო სამსახურმა მას თამაშის დროს დახმარება აღმოუჩინა, თუმცა ქართველმა ლეგიონერმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და 37-ე წუთზე ბრუნო უნუსიჩმა შეცვალა. ტრავმის სიმძიმე ჯერ ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა „სარაევოს“ ფორმით მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირზე 21 გოლი გაიტანა“, – წერს გამოცემა „ფაქტორი“.

მსგავსი