გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „სარაევოს“ ბიელინის „რადნიკთან“ ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ქულა მოაპოვებინა – 4:4.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-2 ტურის დაპირისპირებაში ქართველმა თავდამსხმელმა „სარაევო“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 75-ე წუთზე შეცვალეს.
გულიაშვილის გადაცემით ჩრდილოეთ მაკედონიელმა ნახევარმცველმა აგონ ელეზიმ 52-ე წუთზე „სარაევოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი 3:0-ს იგებდა, გულიაშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ კი 3:4-ს აგებდა, მაგრამ ბოლოს ქულა მაინც მოიპოვა.
„სარაევო“ ორი ტურის შემდეგ ერთი ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურის შეხვედრას 9 აგვისტოს სტუმრად „სლოგა დობოისთან“ გამართავს.