გიორგი გულიაშვილის შეძენით თურქეთის სუპერლიგის ორი კლუბი ინტერესდება #1TVSPORT

22:38, 19.06.2025

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

Samsun Haber-ის ცნობით, ფეხბურთელით ორი კლუბი – „სამსუნსპორი“ და „ტრაბზონსპორი“ ინტერესდება. როგორც ირკვევა, გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში მესამე ადგილზე გასული „სამსუნსპორის“ გეგმაა, გუნდი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით გააძლიეროს, ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად კი გულიაშვილს მოიაზრებს.

ქართველი ფეხბურთელისთვის აქტიურ ბრძოლას აპირებს „ტრაბზონსპორიც“, რომელმაც ჩემპიონატში გასული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

გიორგი გულიაშვილს „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 2-3 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი