გიორგი გულიაშვილი სადებიუტო შეხვედრაზე - მადლობა მწვრთნელებს, ნდობა რომ გამომიცხადეს
გიორგი გულიაშვილი სადებიუტო შეხვედრაზე - მადლობა მწვრთნელებს, ნდობა რომ გამომიცხადეს
„ვიტ ჯორჯიასთან” მატჩში, რომელიც „საბურთალომ” 3:0 მოიგო, მოქმედი ჩემპიონის ფორმით სადებიუტო შეხვედრა „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა, 17 წლის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ჩაატარა.
 
„ეროვნულ ლიგაში თამაში ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი დებიუტი მოგებულ მატჩში შედგა. 28 მაისი ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩება. თავდაპირველად დაძაბული ვიყავი, თუმცა როდესაც ბურთს რამდენჯერმე შევეხე, ნერვიულობამ გამიარა. მადლობა მწვრთნელებს, ნდობა რომ გამომიცხადეს. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ“ – ამბობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.
17 წლის გულიაშვილი თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
გიორგი ლიგა 3-ის „საბურთალო 2“-ში თამაშობს. მან ლიგა-3-სა და ეროვნულ ლიგას შორის განსხვავებებზე ილაპარაკა: „განსხვავებები? ეროვნულ ლიგაში უფრო მაღალი სისწრაფეებია და თამაშიც ბევრად სწრაფია. ამავდროულად, გამოცდილი ფეხბურთელები გამოდიან“.