გიორგი გულიაშვილი ერთწლიანი იჯარით „ველეჟ მოსტარში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი სეზონის დარჩენილ ნაწილს ბოსნიურ „ველეჟში“ გაატარებს, – ინფორმაციას ქართველი თავდამსხმელის ახალი კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუნდის დირექტორის, სანჯინ ალაჯიჩის თანდასწრებით, დღეს კლუბის ოფისში გაფორმდა საიჯარო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, 21 წლის თავდამსხმელი ჩვენს კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.
ჩვენს ახალწვეულს ვუსურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ერთობლივ წარმატებებს მომავალში. მოგესალმებით, გიორგი“, – წერია მოსტარის კლუბის განცხადებაში.
გიორგი გულიაშვილი 2001 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. თამაშობდა „საბურთალოს“ აკადემიაში, შემდეგ კი „საბურთალოს“ მთავარ გუნდში.
„სარაევოში“, საიდანაც იჯარით ახალ გუნდში გადავიდა, 2022 წელს ჩაირიცხა. გულიაშვილმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში სულ 60 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც ოთხ შეხვედრაში ერთი გოლით გამოიჩინა თავი.