გიორგი გულიაშვილი ბოსნიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
ბოსნიურმა ვებგვერდმა Reprezentacija-მ პარტნიორ Sofascore-სთან ერთად, ბოსნიის ჩემპიონატის ფეხბურთელთა სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გულიაშვილი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოათამაშეა. აღსანიშნავია, რომ „სარევომ“ სეზონში 59 გოლი გაიტანა, როელთაგან 21-ში ქართველი თავდამსხმელი მონაწილეობდა.
გულიაშვილი ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა, რომელსაც საუკეთესო რეიტინგი და ლიგაში ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი აქვს.
საუკეთესო მოთამაშეები გოლი+პასის სისტემით:
გიორგი გულიაშვილი („სარაევო“) – 21 (16 გოლი, 5 საგოლე გადაცემა)
მიხაელ მლინარიჩი („ველეჟი“) – 20 (19, 1)
ჯორჯ დესპოტოვიჩი („ბორაცი“) – 19 (15, 4)
სამი საუკეთესო მოთამაშე Sofascore-ის რეიტინგის მიხედვით:
გიორგი გულიაშვილი („სარაევო“) – 7.60 (საშუალო შეფასება)
ალექსანდრე ბოლევიჩი („ჟელეზნიჩარი“) – 7.51
მარიო ტიჩინოვიჩი („ზრინსკი“) – 7.51
საუკეთესო ბომბარდირები:
მიხაელ მლინარიჩი („ველეჟი“) – 19
გიორგი გულიაშვილი („სარაევო“) – 16
ჯორჯ დესპოტოვიჩი („ბორაცი“) – 15
სამი საუკეთესო მოთამაშე კარში დარტყმების რაოდენობით:
გიორგი გულიაშვილი („სარაევო“) – საშუალოდ 3.2 დარტყმა მატჩში
ჯორე პანტელიჩი („რადნიკი“) – 2.4
ჯორჯ დესპოტოვიჩი („ბორაცი“) – 2.4
ყველაზ ძვირად ღირებული მოთამაშეები: („ტრანსფერმარკტის“ მიხედვით)
გიორგი გულიაშვილი („სარაევო“) – 1.5 მილიონი ევრო
ენვერ კულაშინი („ბორაცი“) – 1 მილიონი ევრო
ფრან ტოპიჩი („ზრინსკი“) – 1 მილიონი ევრო