გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

მოსტარის „ველეზის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ტრადიციული საზეიმო ცერემონია სახელწოდებით „კრისტალი 11“ სარაევოს მერიაში გაიმართა. უკვე მერვე წელია, ბოსნია-ჰერცეგოვინის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს აჯილდოებს.

სეზონის გუნდში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გარდა, მოსტარის გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელიც მოხვდა – მეკარე ოსმან ჰაძიკიჩი და ანტე ჰრკაჩი.

გიორგი გულიაშვილმა დასრულებულ სეზონში „ველეზში“ 22 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.