გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

11:37, 27.05.2025

„სარაევოს“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინა.

გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში შესანიშნავად იასპარეზა — მის ანგარიშზე 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან ასევე გუნდთან ერთად ბოსნიის თასი მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება „სარაევოს“, გუნდი ბოლო ტურის წინ ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა და ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვს.

მსგავსი