გიორგი გუგავა - დავიღალეთ მათი მოთქმა-გოდებით, ვინც ოპოზიციონერობას იჩემებს, შევიდნენ პარლამენტში, თუ შესვლა უნდათ, დაისვენონ და დაგვასვენონ ​
გიორგი გუგავა - დავიღალეთ მათი მოთქმა-გოდებით, ვინც ოპოზიციონერობას იჩემებს, შევიდნენ პარლამენტში, თუ შესვლა უნდათ, დაისვენონ და დაგვასვენონ ​

არსებობენ „ქოცები“ და „ქოცებთან“ გათანაბრებული პარტიები, ვინც დღეს ოპოზიციონერობას იჩემებს, დაკავებული არის ოპოზიციის ლანძღვით და ერთი სული აქვთ, შევიდნენ პარლამენტში, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა.

გუგავას თქმით, ისინი დღეს თამაშობენ „ქართული ოცნების“ თამაშს და მათთან გათანაბრებული პირები არიან.

„ძალიან სევდიანი ისტორიაა, დავიღალეთ უკვე. შევიდნენ, თუ შესვლა უნდათ. დახვდება იქ კობახიძე, მათი მეგობარი. იმათაც გაუხარდებათ, ჩვენც დავისვენებთ. დავიღალეთ ამ მოთქმა-გოდებით, რასაც ისინი ახორციელებენ ამ პერიოდის განმავლობაში.

არ შეიძლება, ოპოზიციად ჩავთვალოთ, ვინც ხელისუფლების ნარატივს ავითარებს, დაკავებულია ოპოზიციის დისკრედიტაციიით და ერთი სული აქვს, კობახიძის კალთაში გაგორდეს. არსებობენ „ქოცები“ და მათთან გათანაბრებული პირები. ამიტომ გზა მინდა დავულოცო, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც ამ ყალბი რაღაც მოგონილი მითებით თუ ბლეფით, ნუ აწუხებენ ნურავის. თუ გვინდა განიმუხტოს ის უმწვავესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, ამისთვის აუცილებელია, გააცნობიერონ ის სიმძიმე, ის გამოწვევები, ის მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამიტომ მოვიდნენ რეალური წინადადებებით, რაც მდგომარეობს იმაში, რა ვადებში, რა ფორმებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შედეგიანი ეს მოლაპარაკებები“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

დატოვე კომენტარი