გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარში“ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა, მაგრამ დონეცკის „შახტარს“ ოდესის „ჩერნომორეცთან“ მოგებაში ეს ვერ დაეხმარა, 2:2.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ამ დაპირისპირებას ოდესამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა. „შახტარმა“ თამაში კარგად დაიწყო კრისკივის გოლით პირველივე წუთზე დაწინაურდა.

ოდესელებმა სწრაფად მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მე-7 წუთზე დონეცკელების კარში დანიშნული პენალტი პუტრიამ უნაკლოდ შეასრულა.

გოჩოლეიშვილმა მე-18 წუთზე სტუმრები ისევ დაააწინაურა, მაგრამ „ჩერნომორეცმა“ სალიკის გოლით ქულა მაინც გადაარჩინა.

ქართველმა განაპირა მცველმა „შახტარში“ მესამე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.