გიორგი გოჩოლეიშვილმა „ჰამბურგში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა „ჰამბურგში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა „ჰამბურგის“ ფორმით „მალიორკასთან“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მცველი ახალი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა ესპანელებმა ასანოს გოლითა და მუჰაიმის ავტოგოლით მოიგეს.

„ჰამბურგმა“ ამ თამაშით მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. გოჩოლეიშვილის გუნდი გერმანიის თასზე 16 აგვისტოს სტუმრად „პირმასენსს“ შეხვდება, ხოლო ბუნდესლიგის სეზონს 24 აგვისტოს მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გასვლითი მატჩით გახსნის.