გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერი „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

17:12, 20.08.2026

გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერი „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

„დონეცკის „შახტარმა“ და „კადისმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე მოილაპარაკეს, ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში იჯარით ითამაშებს, შეთანხმება ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტსაც ითვალისწინებს“, – წერია „კადისის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 წლის გოჩოლეიშვილი ამპლუით მარჯვენა მცველია. იგი „შახტარში“ 2023 წელს გადავიდა. მანამდე თბილისის „იბერიაში“თამაშობდა. უკრაინულმა კლუბმა გოჩოლეიშვილი ორჯერ გაუშვა იჯარით – ჯერ დანიურ „კოპენჰაგენში“, ბოლოს კი გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგში“, სადაც გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებში გოჩოლეიშვილს 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

„კადისში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, იური ტაბატაძე თამაშობს.

მსგავსი