გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ შეხვდება #1TVSPORT
უეფა-ს ოფისში კონფერენს ლიგის 2024/25 წლის სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენის“ მეტოქე გახდა ცნობილი.
მერვედფინალში დანიური გუნდი ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 6 მარტს კოპენჰაგენში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – ლონდონში 13 მარტს.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პლეი ინში „კოპენჰაგენმა“ ორი მატჩის ჯამში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა.