გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენთან“ ერთად დანიის ჩემპიონია #1TVSPORT

22:00, 25.05.2025

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ „ნორდსიელანდი“ 3:0 დაამარცხა და დანიის სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

საჩემპიონო ჯგუფის 32-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „კოპენჰაგენის“ განაცხადში არ ყოფილა. დედაქალაქელებმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს. გოლები ამურის (2), ლარსონის (46) და დიკსის (59) ანგარიშზეა.

შედეგად, „კოპენჰაგენმა“ 63 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გადაასწრო „მიდტიულანდს“.

მსგავსი