გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში მოხვდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში დონეცკის „შახტარმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ერთადერთი გოლი დანილო სიკანმა გიორგის პასით გაიტანა. ქართველმა მცველმა სხვადასხვა ვებგვერდისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა და ჩემპიონთა ლიგის Fantasy-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ოთხი ტურის შემდეგ „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ექვსი ქულით მესამე ადგილზეა.