გიორგი ღავთაძე - ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია #1TVSPORT
გიორგი ღავთაძემ მეინრაუნდის ბოლო ტურში საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთან ფრედ (3:3) დასრულებულ მატჩზე ისაუბრა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ფრანგებთან მატჩში გუნდმა ხასიათი გამოავლინა.
„საფრანგეთის ნაკრებთან გუნდმა ხასიათი გამოავლინა. 2:1-ის შემდეგ არ იყო ისეთი განწყობა, რომ ეს მაგარი შედეგია. პირიქით, უფრო მეტი ბურთის გატანა, მოგება და პირველ ადგილზე გასვლა გვინდოდა.
საფრანგეთი ძლიერი ნაკრებია და, რა თქმა უნდა, რთულ შეხვედრას ველოდით. ვფიქრობ, ხასიათი, ინდივიდუალიზმი, კლასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთსულოვნება ვაჩვენეთ. ასეთი მიდგომით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
სექტემბერში პლეი ოფის მატჩებს კარგ ფორმაში უნდა შევხდეთ, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბოლო შანსია“, – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
ევრო 2026-ის შესარჩევ მე-10 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც საფრანგეთს ქულები დააკარგვინა, 13 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს, რომლის წილისყრაც 21 მაისს გაიმართება.