ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ერთი მოჭიდავე ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გიორგი გეგელაშვილი წარმოადგენდა. გორელი ფალავანი 48 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
გიორგი გეგელაშვილმა ფინალური პაექრობა ჭაბუკებში აზიის ჩემპიონის, უზბეკი უმიჯონ ჯალოლოვის წინააღმდეგ ჩაატარა და გეგელაშვილმა შეხვედრა ქულებით დათმო.
კვირას ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ხუთჭიდელი გაგა ხიჯაკაძე მე-19 ადგილზე გავიდა.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ თანაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 სხვადასხვა სინჯის, მათგან ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
16 ოქტომბერს ჯგუფში მეორე ადგილზე გასული საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის არგენტინის გუნდის მეტოქე იქნება. თამაში თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.