გიორგი გახარია - უკანონო მიყურადების ფაქტი ბუნებაში თუ არსებობდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი გაეცეს
გიორგი გახარია - უკანონო მიყურადების ფაქტი ბუნებაში თუ არსებობდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი გაეცეს

მსგავსი ფაქტი ბუნებაში თუ არსებობდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი გასცეს, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიით გავრცელებულ სავარაუდო მიყურადების ამსახველ ინფორმაციაზე საუბრისას.

გიორგი გახარიას თქმით, უკვე ჩანს, რომ ეს მუნიციპალური არჩევნები ყველაზე ბინძური და სიცრუით გაჯერებული არჩევნები იქნება.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ – სამწუხაროდ, როგრც ჩანს, მუნიციპალური არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ყველაზე ტყუილებით გაჯერებული, რადგანაც უკვე საოცარ ტყუილებს ამბობენ“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა ყოფილმა პრემიერმა უკანონო მიყურადების შესახებ და ჰქონდა თუ არა ამაზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, გახარია ამბობს, რომ არ იცის, ავთენტურია თუ არა არსებული მასალები, ბიძინა ივანიშვილთან უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის საკითხზე კომუნიკაცია კი არასდროს ჰქონია.

„არ მქონია არასდროს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია, არც ვიცოდი ამის შესახებ“, – განაცხადა გახარიამ.