გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.