გიორგი გახარია - თურქეთში ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა განვიხილეთ
გიორგი გახარია - თურქეთში ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თურქეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტისას სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა იყო განხილული.

პრემიერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მისი მოწვევით გაზაფხულზე ეწვევა საქართველოს.

„მინდა, ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო თურქეთში ვიზიტს და გითხრათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონცენტრირებული მუშაობა ჩვენს კოლეგებთან განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან და სამინისტროებთან.

ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა; ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია,  სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდეგ აღდგება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა, ამ გაზაფხულს ეწვიოს საქართველოს და თბილისს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.