გიორგი გახარია - საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი
გიორგი გახარია - საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი.

„ქალბატონ პროკურორთან შეხვედრა იყო მათ შორის სიმბოლურიც. მოგეხსენებათ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მასთან შეხვედრას მართავდა ჩემი ყველა წინამორბედი. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ის გენოციდის ფაქტები, რომელიც 2008 წლის განმავლობაში ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ; ის კატასტროფული, ჰუმანიტარული დარღვევები იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული, დადასტურებული ჰააგის სასამართლოს მიერ და რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებაში იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს.