გიორგი გახარია - საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე
გიორგი გახარია - საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე

საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე, – განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზენტაციაზე, სადაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

„საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე. 2018 წელს ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი, 10 წლის განმავლობაში – 6 608 ადამიანი. გუშინ, 15 აპრილს ჩვენ დავკარგეთ სამი ადამიანი და დაშავებული გყავს 16.

თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ის ქმედებები, რომლებსაც მივყავართ ამ ტრაგიკულ შემთხვევებამდე უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შსს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს ქმედებებს, ეს იქნება, როგორც კამერების სისტემის მოწესრიგება, ასევე ქულების სისტემის შემდგომი განვითარება. თუმცა ეს არ იქნება საკმარისი, ცალკე აღებული ვერც ერთი უწყება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა გამოვიდეთ კომფორტია ზონიდან და ზუსტად ამიტომ დავარღვიეთ ჩვენ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის, მეგობრის აღქმა, ესთეტიკა და ვეცადეთ, რომ სიმართლისთვის გაგვესწორებინა თვალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში დაზიანებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანიაა.