გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს - საზოგადოება 20 ივნისს შეაფასებს, როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთას, თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ
გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს - საზოგადოება 20 ივნისს შეაფასებს, როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთას, თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ

საზოგადოება 20 ივნისს შეაფასებს, როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთას, თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ, – 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას.

„რამდენიმე თემა გამოიკვეთა, ერთ-ერთი იყო 20 ივნისი – დაგავიწყდა, არ დაგავიწყდა, ბოდიშს მოიხდი, არ მოიხდი. ესე იგი, ქალბატონი სამადაშვილი, ბატონი რატიანი, ქალბატონი ჩხეიძე, ქალბატონი ხოშტარია, ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ყველა კითხულობს 20 ივნისის თემას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა საწყენია და, რა თქმა უნდა, არა არის სწორი, როდესაც ამ თემის სპეკულირება ხდება, სხვადასხვა რანგში მიპასუხია ამ თემაზე ამ ტრიბუნიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ.

ბატონებო, რაც უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ასე შემდეგ, 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების შეფასება. რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. შეიძლება, ამას სჭირდება რაღაც დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა. თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება“, – მიმართა ოპოზიციას პრემიერმა.

დატოვე კომენტარი