გიორგი გახარია - მათ მიმართ კომპრომისით, ვინც ნახა ფარული ჩანაწერი, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით
გიორგი გახარია - მათ მიმართ კომპრომისით, ვინც ნახა ფარული ჩანაწერი, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და, სადაც კანონსაწინააღმდგო ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ დააკავა შსს-მ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე 19 ადამიანი, როცა ეს კადრები რვა ათასმა ადამიანმა ნახა და რა პრინციპით ხდება ასეთ დროს შერჩევა.

„როგორც კი მსგავს ქმედებებზე დავუშვებთ კომპრომისს, იმასთან მიმართებით, რომ ადამიანმა ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად, იქ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად. თქვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია 8 000 ადამიანზე, ვინ იყო, რა პირობებში ნახა და ვიმოქმედებთ“, – მიმართა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.