გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ 20 ივნისს დაზარალებულებზე, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება
გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ 20 ივნისს დაზარალებულებზე, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან 20 ივნისს დაზარალებულებზე ისაუბრა.

„ჩვენ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დაზარალებული ადამიანების წინაშე, რომლების ჯანმრთელობაც დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალია, რომ მათზე ვიზრუნოთ და ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, არა ტყუილებით, არა სიმართლის დაფარვით, არა მოგონილი ისტორიებით, არამედ ნამდვილად ვიზრუნებთ მათზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებასაც შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.