გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასოდეს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება
გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასოდეს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასოდეს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, დეპუტატ სალომე სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ნატო-სთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან, საქართველოს თანამშრომლობა ასეთი ეფექტური და გაღრმავებული არასოდეს ყოფილა.

„ყველა სახის კითხვის ცვლილების ფორმულირება არის ჩვეულებრივი პროვოკაცია ან ნაბიჯი, რომელიც შემდგომ იქნება გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის. არც ერთ პერიოდში, არც ნატო-სთან, არც აშშ-სთან, არც ევროკავშირთან, საქართველოს თანამშრომლობა ასეთი ეფექტური და გაღრმავებული არ ყოფილა. არასოდეს საქართველოს ისტორიაში ნატო-სთან ერთობლივი ოპერაციები, ისეთი ინტენსიურობით, როგორიც ახლა არის, არ ჩატარებულა. არასოდეს შავ ზღვაზე, ნატო-სთან, უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა არ ყოფილა. თქვენ თუ სიამოვნებას გგვრით ქვეყნის ვნება ამ კითხვების ასეთი ფორმულირებებით, გააგრძელეთ და შესაბამისად, ყველა, ვინც საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობაზე ზრუნავს, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.