გიორგი გახარია - ჩემს სახლთანაც ხშირად მომხდარა შემოჭრა და არასოდეს გამიკეთებია დასკვნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული
გიორგი გახარია - ჩემს სახლთანაც ხშირად მომხდარა შემოჭრა და არასოდეს გამიკეთებია დასკვნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული

ჩემს სახლთანაც ხშირად მომხდარა შემოჭრა და არასოდეს გამიკეთებია დასკვნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მათ ოფისებთან და კაფე-ბარებთან ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდებოდა.

„ყველა შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს და იმოქმედებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებენ.

თქვენ კითხვას სვამთ და პასუხობთ, რომ ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც ხშირად მომხდარა მსგავსი შემოჭრა, ჩემი მოხუცებული მშობლების საცხოვრებელ სივრცეში. არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ეს არის გამოძიების საქმე და დავანებოთ თავი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას კითხვაში“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.