გიორგი გაგუამ სლოვაკეთში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
გიორგი გაგუა შესანიშნავ ფორმაშია – ქართველმა თავდამსხმელმა სლოვაკეთის ჩემპიონატში ამჯერად დუბლი შეასრულა და „დუნაისკა სტრედას“ სტუმრად „ტრენჩინის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:1.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად და მაღალ დონეზე ჩაატარა – მე-18 წუთზე მასპინძელთა კარი პირველად აიღო, 39-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. საბოლოოდ, გაგუა 8.9 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში გიორგი გაგუამ 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციას იკავებს.