გიორგი გაგუამ ხორვატიაში ეფექტური გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი გაგუამ ხორვატიაში ეფექტური გოლი გაიტანა #1TVSPORT

გიორგი გაგუამ ხორვატიის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ „ისტრა 61“-ს ეს „სლავენთან“ ქულის მოსაპოვებლად არ ეყო და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ხორვატიის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში „ისტრა 1961“-ს ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

78-ე წუთზე, როდესაც ბელუპოსსლავენი“ 2:1-ს იგებდა, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – ბურთი „ცხრიანში“ აღმოჩნდა.

თუმცა, „სლავენმა“ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა და 3:2 მოიგო. გიორგი გაგუამ კი ხორვატიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ამას გარდა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.